BitCamp — ვებ-პროგრამირების სამენტორო გეგმა — 1.0

Oto Zakalashvili
7 min readMay 23, 2020

განახლება: Start.BitCamp.ge — ჩვენი საინფორმაციო პორტალი გამოგადგებათ პროგრამის სრულად გასავლელად.

BitCamp — ი არის პროგრამირების და ვებ-ტექნოლოგიების შესწავლითა და სწავლებით დაინტერესებული ადამიანების კომუნა.

ამ კომუნაში, დამწყები დეველოპერები ცდილობენ სწავლას და გამოცდილების მიღებას, გამოცდილი დეველოპრები კი ეხმარებიან მათ ამ გზის გავლაში.

პროგრამაში არსებული რესურსები არ არის ჩვენი შედგენილი. ჩვენ ვიყენებთ ისეთ საუკეთესო სასწავლო რესურსებსა და მასალებს რომლებიც ღიად დევს ყველასთვის, ხელმისაწვდომია გლობალურად და ძირითადად ინგლისურენოვანია.

თავიდანვე მინდა გავუსვა ხაზი იმას რომ BitCamp — ის მთავარი ღირებულება არის ღიაობა!

რა იგულისხმება ღიაობაში?

  1. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ BitCamp — ის პროგრამაში არსებული ყველა სასწავლო რესურსი ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია ამ პროგრამის გავლა დამოუკიდებლად. საკუთარი ტემპით და საკუთარი წესებითა და პირობებით.
  2. BitCamp — ში მოხვედრა შეუძლია ყველას. უნდა გაითვალისწინოთ რომ სასწავლო მასალები ინგლისურადაა და უნდა შეგეძლოთ მათი გამოყენება. სხვა მხრივ რაიმე შეზღუდვა არ გვაქვს. (არა მათემატიკის ცოდნა აუცილებელი არ არის!)
  3. BitCamp — ში მენტორობა შეუძლია ყველას. თუმცა ყველა გამოცდილ დეველოპერს ასევე შეუძლია წაიღოს ჩვენი პროგრამა და თავად გააკეთოს სამენტორო ჯგუფი, კურსი თუ სხვა სახის გაერთიანება და მოუყაროს თავი დამწყებ პროგრამისტებს. ჩვენ ამის საწინააღმდეგო არაფერი გვექნება და პირიქით დავეხმარებით თუ საჭირო იქნება.
  4. BitCamp — ში ყოფნა არ მოითხოვს რაიმე ფინანსურ კონტრიბუციას. თუმცა არ არის უფასო! — უფრო კონკრეტულად აგიხსნით რა ფასის გადახდა მოგიწევთ.

BitCamp — ში სწავლის საფასური

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ჩვენთან სასწავლად არ მოგიწევთ რაიმე ფინანსური საფასურის გაღება.

თუმცა თქვენგან ვითხოვთ ძალიან ბევრი შრომისა და დროის ჩადებას საკუთარ თავში.

უფრო ვრცალდ რომ ავხსნათ — პროგრამა იწყება საცდელი, 2 კვირიანი პერიოდით. ამ პერიოდში ჩვენ რეალურად დავინახავთ რამდენად პასუხისმგებლობით მოეკიდეთ პირველ ჩელენჯს და მიიყვანეთ ბოლომდე. ამ 2 კვირიანი პერიოდის წარმატებით გავლის შემდეგ მოგიწვევთ ჩვენს სამენტორო, ონლაინ კლასში, Slack — ზე. სადაც კიდევ უფრო ინტენსიური ჩელენჯები გექნებათ შემდგომი რამოდენიმე თვის განმავლობაში. საბოლოო მიზანი იქნება რომ მიგიყვანოთ იმ მდგომარეობამდე რომ შეგეძლოთ რეალური Full-Stack პროექტების კეთება.

ასე რომ, დიახ, ფასის გადახდა მოგიწევთ და ეს იქნება თქვენი ცხოვრების რამოდენიმე თვის განმავლობაში ინტენსიური სწავლა და შრომა და შემდეგ ეს რამოდენიმე თვე საფუძველს ჩაუყრის თქვენი Tech კარიერის დასაწყის წლებს.

რატომ ვაკეთებთ ამას ფინანსური დაინტერესების გარეშე?

რეალურად არც ახლა და არც მერე ამ საქმეში ფულს არავის გადავახდევინებთ, მაგრამ ნამდვილად არ ვაკეთებთ ამას ფინანსური დაინტერესების გარეშე. უფრო კონკრეტულად კი ჩვენი ფინანსური დაინტერესება არის გრძელ ვადიანი და გულისხმობს იმას რომ ჩვენ სამომავლოდ შევძლებთ თქვენთან პარტნიორობას. გვექნება პროექტები რომელშიც თქვენი როგორც დეველოპერების დახმარება დაგვჭირდება და კარგი დეველოპერების პოვნა კი ძალიან ძნელია. შესაბამისად ჩვენ ამით ჩვენივე საქმიანობის მომავალში ვდებთ ინვესტიციას. კიდევ უფრო დავაზუსტოთ! არა ეს არ ნიშნავს რომ მომავალში უფასოდ ან დაბალ ფასად მუშაობას მოგთხოვთ, ეგ არ გვაინტერესებს და არანაერი კონტრაქტის გაფორმებას თქვენთან ეხლა ამ მიზნით არ ვაპირებთ. გვჯერა რომ ის ადამიანები ვინც პასუხისმგებლობით მოეკიდებიან BitCamp — ის სამენტორო პროგრამას, იქნებიან ყველაზე ძვირფასნი ნებისმიერ პროექტში წარმატების მისაღწევად. შესაბამისად ვეცდებით დაგაინტერესოთ სხვადასხვა პროექტებით რომ თქვენ ჩვენთან ერთად მუშაობა მოგწონდეთ!

ეხლა კი საქმეს მივხედოთ! და გაგაცნობთ BitCamp — ის პროგრამას სრულად!

I ეტაპი — 2 კვირიანი ჩელენჯი/საცდელი პერიოდი

ამ ეტაპზე ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ, ამიტომ თქვენ როგორც დამწყებ დეველოპერებს მოგიწევთ პირველი საფასურის გადახდა და დამტკიცება რომ ნამდვილად სერიოზულად უყურებთ თქვენს კარიერას ტექნოლოგიების სფეროში.

უნდა გადალახოთ პირველი ჩელენჯი რომლის ფარგლებშიც ისწავლით პროგრამირების მარტივ კონცეფციებს და 2 კვირის ბოლოს შეგეძლებათ 2 გრაფიკული თამაშის დაწერა, მათ შორის ერთი იქნება Brekout ხოლო მეორე თავისუფალი პროექტი სადაც თქვენი გემოვნების და სურვილის მიხედვით იმოქმედებთ.

როგორ დავიწყო პირველი ეტაპი?

  1. აუცილებლად შემოგვიერთდი BitCamp — ის Facebook ჯგუფში — აქ შენსავით დამწყები დეველოპერები იყრიან თავს და ვეხმარებით ერთმანეთს პირველი ჩელენჯის წარმატებით გავლაში.
  2. რეგისტრირდები ამ კურსზე: https://start.bitcamp.ge/program/i-etapi
  3. იწყებ კურსს იმის სწავლით თუ როგორ მართო ვირტუალური რობოტი/ძაღლი სახელად Karel;
  4. აგრძელებ გრაფიკული პროგრამირების გაკვეთილებით და ჩელენჯებით;
  5. წერ შენს პირველ თამაშს Breakout — ს
  6. ასრულებ კურსს თავისუფალი პროექტის გაკეთებით. ამ პროექტში იყენებ იმ ნასწავლ ცოდნასა და გამოცდილებას რაც კურსის განმავლობაში დააგროვე.

ყველაფერი რაც დაგჭირდება კურსის გასავლელად კურსის ნაწილია, ამიტომ სადმე ცალკე ინფორმაციის ძებნა არ მოგიწევს.

როდესაც რაიმე კითხვა გექნება ან სადმე დახმარება დაგჭირდება პირდაპირ ჯგუფში შეგიძლია იკითხო, ძირითადად სულ იქნება ვინმე ონლაინ და ვეცდებით რაც შეიძლება სწრაფად გიპასუხოთ ხოლმე.

შენთვის საცდელი პერიოდი იწყება იმ დღიდან როცა შემოგვიერთდი. 2 კვირა გექნება პირველი ჩელენჯის შესასრულებლად.

როგორ გადავიდე II ეტაპზე?

როგორც კი პირველ ეტაპს მორჩები, მიყევი ამ ინსტრუქციას რომ გადახვიდე მეორე ეტაპზე: https://www.facebook.com/groups/bitcamp.ge/permalink/5573535242686764/

BONUS: აქვე დაგილინკავთ კიდევ 2 კურსს რომელიც ძალიან სასარგებლო იქნება რომ პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ გაიაროთ.

თუმცა ეს კურსები სავალდებულო არ არის და ემსახურება პირველი ეტაპის გავლისას ნასწავლი ცოდნისა და გამოცდილების გამყარებას.

იმის მიუხედავად რომ ეს კურსები სავალდებულო არ არის, ძალიან, ძალიან სახალისოა და ვინც გაივლით ძალიან მოგეწონებათ.

The Coding Train — არის Youtube არხი, რომლის ავტორიც არის სუპერ სახალისო ადამიანი, აქვს ძალიან საინტერესო კურსები და ყველაფერს ხსნის უმარტივესად. ფანტასტიური მასალაა ყველა დამწყები დეველოპერისათვის.

რა თქმა უნდა ყველა კურსს ერთბაშად ვერ გაივლით თუმცა შესავალ კურსს თუ გაივლით რომლის სახელია Code! გაცილებით წინ აღმოჩნდებით ძალიან მოკლრე დროში.

II ეტაპი — ვებ-პროგრამირების საფუძვლები

მეორე ეტაპი პირველისგან იმით განსხვავდება რომ ამჯერად Facebook ჯგუფის მაგივრად BitCamp — ის ონლაინ კლასში ხარ სადაც პირდაპირ შეგიძლი მიწერო ნებისმიერ მენტორს ან საერთო არხზე დაწერო თუ რაიმე კითხვები გაგიჩნდება და ყველა ეცდება დაგეხმაროს.

Sneak peek BitCamp — ის ონლაინ კლასში:

რა არის მეორე ეტაპის გეგმა?

მეორე ეტაპზე ვებ-დეველოპმენტის საფუძვლების სწავლას დავიწყებთ:

კურსები რომლებსაც გაივლი არის ინტერნეტში არსებული საუკეთესო რესურსები დამწყებთათვის.

ამ კურსების ფარგლებში არა მხოლოდ თეორიულ მასალას ეცნობით არამედ რელურ პროექტებსაც აკეთებთ, პროექტების სირთულე სულ უფრო იზრდება და საბოლოო მიზანია რომ თქვენი პორთფოლიოსთვის დაგიგროვდეთ რაც შეიძლება მეტი ნამუშევარი.

ვიწყებთ freeCodeCamp — ის ვებ-დეველოპმენტის კურსებით

  1. Responsive Web Design
  2. JavaScript Algorithms and Data Structures
  3. Front End Libraries

პარალელურად ასევე უნდა გაიარო დამატებით 2 კურსი:

  1. HTML & CSS — https://learn.shayhowe.com/html-css/
  2. Advanced HTML & CSS — https://learn.shayhowe.com/advanced-html-css/

ეს დამატებითი კურსები შინაარსობრივად იგივე მასალას ფარავს რასაც freeCodeCamp — ი თუმცა გაცილებით კარგად ხსნის ამ ყველაფრის თეორიულ მხარეს და თან კარგ პროექტზე გამუშავებს რითაც ძალიან ღირებულ გამოცდილებას მიიღებ და პორთფოლიოში პროექტსაც დაიმატებ.

შევაჯამოთ: მაქსიმუმ 1 თვე გაქვს II ეტაპის დასასრულებლად თუ წარმატებით გაივლი III ეტაპზეც მოხვდები.

შემდეგ ეტაპზე კიდევ უფრო საინტერესო სახალისო და რაც მთავარია გამოდცილების მომცემი პროექტები გელის.

III ეტაპი — ვებ-დეველოპმენტი კიდევ უფრო დიდი დოზით

ისევ freeCodeCamp — ზე ვაგრძელებთ სწავლას და გამოცდილების მიღებას (ოქროს რესურსია!).

შემდეგი კურსები უნდა გაიარო:

  1. APIs and Microservices Certification — აქ უკვე backend დეველოპმენტს გავეცნობით
  2. Information Security and Quality Assurance Certification — აქ უსაფრთხოების, ტესტირების და ხარისხის კონტროლის ძალიან მნიშვნელოვან თემებს გაეცნობით.
  3. Coding Interview Prep — ეს თავი ფარავ ალგორითმებისა და მონაცემთა სტრუქტურების აუცილებელ ნაწილს. ასევე უამრავ რეალურ პროექტს მოიცავს სადაც full-stack აპლიკაციების გაკეთება მოგიწევთ. ამ თავის დამთავრება რამოდენიმე თვეში შეუძლებელიც კია იმდნად დიდია და ბევრ სამუშაოს მოიცავს თუმცა იმ მანამდე შევუტევთ სანამ ისეთ დონემდე არ მიგიყვანთ რომ შენს შესაძლებლობებში დარწმუნდე.
  4. პირადი პორთფოლიოს გაკეთება Github — ზე

ამ მეოთხე პუნქტის ნაწილია Command Line — ის გაცნობა და Git — ის მინიმალური ფუნქციონალის სწავლა.

III ეტაპის დასასრულს გექნება შენი პირადი Github პროფაილი, ასევე პირადი პორთფოლიო რომელსაც ექნება ვებ-გვერდის სახე და გამოქვეყნებული იქნება Github Pages — ის საშუალებით (Yeah, go ahead and google what the heck is Github Pages! 😎)

5. Deep Dive Into Modern Web Development — ჰელსინკის უნივერსიტეტის კურსია ვებ აპლიკაციებზე. ფრონტზე React — ით და ბექზე NodeJS —ით სწავლობ თანამედროვე ვებ-აპლიკაციების კეთებას.

6. You Don’t Know JS: https://github.com/getify/You-Dont-Know-JS/ — წაიკითხე! ძალიან მნიშვნელოვანი წიგნია და Javascript — ის როგორც ენის ყველაზე ბნელ კუნჭულებში შეგახედებს. დაგჭირდება, ბოლო-ბოლო Javascript — ს ვერსად გაექცევი.

საერთოდაც, მიეჩვიე რომ წიგნების კითხვა მოგიწევს, ეგეთი პროფესიაა, თუ წარმატებას გინდა მიაღწიო ბლომად სწავლა მოგიწევს და ვერასოდეს მოდუნდები.

არასავალდებულო მაგრამ სასარგებლო ნაწილი:

IV ეტაპი — It’s time to Rock And Roll 🤘

მეოთხე ეტაპის წინასწარ დაგეგმვას დიდი აზრი არ აქვს. (Yeap, you heard me! 🕺 )

ამ ეტაპზე უკვე ის მინიმალური ცოდნა და გამოცდილება გაქვს დაგროვებული რაც თავისუფლად არის საკმარისი ჯუნიორ დეველოპერად მუშაობის დაწყებისთვის — This is true! No Kidding!

კომაპნიები საქართველოში, ევროპაში და ზოგადად გლობალურ ბაზარზე სულ ეძებენ თქვენი სქილების მქონე ჯუნიორ დეველოპერებს.

ამ ეტაპზე შეიძლება იფიქრო რომ აღარაფერი გესაქმება BitCamp — ში და შენითაც მშვენივრად შეგიძლია განაგრძო გზა. რაც 100% — ით მართალია!

ეხლა თუ დაფიქრდები არც თავიდან გჭირდებოდით რამეში, პირველი 3 ეტაპის გასავლელ მასალას გადახედე აბა, ხომ ხვდები რომ შენითაც მშვენივრად გაივლიდი? კი ეგრეა!

მაგრამ სხვებთან ერთად ამ გზის გავლა გაცილებით სახალისოა. თან როცა იცი რომ თუ სადმე გაიჭედე, რამე გაგიჭირდა, როგორც მინიმუმ რჩევას მიიღებ სხვებისგან — ძალიან კარგი შეგრძნებაა და ძაან გეხმარება როცა დამწყები ხარ. კომუნაში ყოფნას ეგ პლიუსი აქვს.

ხო კარგი მოვრჩეთ ჭორაობას და საქმეზე გადავიდეთ!

იმ რესურსებს და თემებს რომელსაც ახლა აქ ჩამოვთვლი არანაერი თანმიმდევრობა არ გააჩნია. შეგიძლია ნებისმიერი რიგითობით გაიარო ან სულაც რამოდენიმე ამოარჩიო. შეგიძლია წლებზე გაწელო და მხოლოდ მაშინ ისწავლო როცა საქმეში რეალურად დაგჭირდება. მთლიანად შენზეა დამოკიდებული, უბრალოდ მინდა რომ ეს პოსტი სადმე ბროუზერის ბუქმარქად ან თუნდაც mental note — ად შეინახო და როცა დაგჭირდება გაგახსენდეს ხოლმე აქ ჩამოთვლილი მასალები, შემოხვიდე, ამოარჩიო შენთვის სასურველი რესურსი და იხეირო!

  • The Missing Semester of Your CS Education — https://missing.csail.mit.edu/
  • CSS Architecture and Related Stuff — a list by Irakli Safarelihttps://github.com/safareli/css-stuff
  • CS50 — https://online-learning.harvard.edu/course/cs50-introduction-computer-science
  • CS 253 Web Security — https://web.stanford.edu/class/cs253/
  • Programming Paradigms (Stanford) — https://see.stanford.edu/Course/CS107 — მნიშვნელოვანი კურსია, აზრზე მოგიყვანთ, ყველაფერი ჯადოქრობად აღარ მოგეჩვენებათ.
  • From Nand to Tetris — https://www.nand2tetris.org/ — ეს მათთვის ვისაც რკინეულობასთან ურთიერთობა აინტერესებს. უფრო გასაგებად კი ამ კურსში ისწავლით საერთოდ როგორ მუშაობს კომპიუტერი low level — ზე, საკუთარ ოპერაციულ სისტემასაც კი დაწერთ რომელიც რეალურად იქნება გარემო იმისთვის რომ ტეტრისი ააწყოთ. ანუ არაფრიდან ტეტრისამდე როგორ უნდა მიხვიდეთ მაგას სწავლობთ. ეს ცოდნა შემდეგ გამოგადგებათ თითქმის ყველგანს ადაც არასტადნარტულ მოწყობილობებთან მუშაობა მოგიწევთ.

სხვა მნიშვნელოვანი საკითხები რომლებიც შენით უნდა მოიკვლიო და ისწავლო:

  • HTTP — Foundations
  • TCP/IP
  • DNS
  • DOM
  • Algorithms

თუ მოგეწონა ჩვენი მიდგომა შემოგვიერთდი BitCamp — ის ჯგუფში Facebook — ზე.

ეს პოსტი შეიძლება ხშირად განახლდეს და დაემატოს ახალი, საინტერესო მასალები.

--

--

Oto Zakalashvili
Oto Zakalashvili

Written by Oto Zakalashvili

Software Engineer, Technology Agnostic, Geek

Responses (3)