Oto Zakalashvili
BitCamp.ge
Published in
4 min readFeb 26, 2023

--

Python VS JavaScript — რომელი ენით დავიწყოთ პროგრამირების სწავლა?

დღეს საქართველოში ბევრი დამწყები დეველოპერი დგას დილემის წინაშე — როგორ დავიწყო პროგრამირების სწავლა? რომელი ენა და ტექნოლოგია უნდა ვისწავლო პირველი?

ამ სტატიის საშუალებით ვეცდები გაგიადვილოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესი 🔥

Python

რატომ უნდა აარჩიოთ Python როგორც პირველი ენა?

ის ძალიან პოპულარული პროგრამირების ენაა, ფართოდ გამოიყენება ინდუსტრიაში, აკადემიასა და სამეცნიერო საზოგადოებაში.

ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს თუ რატომ უნდა დაიწყო Python — ით:

  1. მარტივია დასაწყებად: Python — ს ძალიან მარტივი სინტაქსი აქვს, რაც ნიშნავს რომ მარტივად იკითხება ადამიანის თვალისთვის და ადვილად გასააზრებელია.
  2. მოქნილია: Python — ის გამოყენება შეიძლება ძალიან ბევრ სფეროში — ის ბრწყინვალე იარაღია Web დეველოპმენტისთვის, მონაცემთა ანალიზისთვის, მანქანური სწავლების და ა.შ. — რაც ნიშნავს რომ როცა Python — ს ისწავლი, შანსი გაქვს იმუშაო ძალიან ბევრ სფეროში. არჩევანი შენზეა.
  3. დიდი საზოგადოება: Python — ის უკან დგას დიდი და აქტიური საზოგადოება დეველოპერებისა რომლებიც ქმნიან და ავითარებენ ძალიან ბევრ იარაღსა თუ ხელსაწყოს. მისი გამოყენება შესაძლებელია თითქმის ნებისრმიერ საქმეში. ამასთანავე ძალიან ბევრია კარგი სასწავლო მასალა, კარგი მენტორი და ლექტორი ვისგანაც შეგიძლია ისწავლო ეს ენა და შესაბამისად დამწყებებს დიდი გასაქანი აქვთ სწავლის პროცესში.
  4. მაღალი მოთხოვნა: Python — არის ერთ-ერთი ყველაზე მეტად მოთხოვნადი პროგრამირების ენა. ის დღეს ძალიან, ძალიან ბევრგან გამოიყენება, რაც ნიშნავს რომ კომპანიები ხშირად ეძებენ Python დეველოპერებს. მისი მოქნილობისა და მრავალფეროვნების გამო Python დეველოპერად მუშაობის დაწყება მარტივია სხვა ენებთან შედაებით.
  5. სახალისოა: Python — ნამდვილად არის სახალისოდ სასწავლი და გამოსაყენებელი პროგრამირების ენა. რაც ნიშნავს რომ მისი სწავლა ერთი სიამოვნებაა იმ დამწყებისთვის ვინც ახლა აპირებს პირველი ნაბიჯების გადადგმას მარამ არ სურს რომ ძაან დაისტრესოს.

JavaScript

რატომ უნდა ვისწავლო JavaScript — როგორც პირველი პროგრამირების ენა?

  1. პოპულარობა: JavaScript — არის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებადი ენა სამყაროში. რატომ? იმიტომ რომ ერთადერთი პროგრამირების ენაა რომელის ამუშავებაც შესაძლებელია ვებ ბროუზერში. ამ ექსკლუზიური გარემოების გამო, მისი პოპულარობა ძალიან მაღალია. წარმოიდგინეთ, ყველა მოწყობილობას, კომპიუტერი იქნება ეს თუ სმარტფონი აქვს ვებ-ბროუზერი — პროგრამა რომელსაც ვიყენებთ ვებ-გვერდების გასახსნელად (მაგალითად Chrome). შესაბამისად დღეს ყველას ჯიბეში გვიდევს მოწყობილობები სადაც JavaScript — ის კოდი მუშაობს.
  2. მარტივად დასაწყები: JavaScript — ის სწავლას სხვა ენებთან შედარებით დაბალი ბარიერი აქვს. JavaScript — კოდის გასაშვებად რაიმე სპეციალური პროგრამის დაყენება არ გჭირდება, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ყველა ვებ-ბროუზერში მუშაობს. რაც ნიშნავს რომ პირადპირ შეგიძლია დაიწყო JS — ით ექსპერიმენტების კეთება.
  3. მოქნილობა: მას შემდეგ რაც Node.js გაჩნდა, JS — ის პოპულარულობა კიდევ უფრო იმატა რადგან მისი გამოყენება ვებ ბროუზერის გარეშეც გახდა შესაძლებელი. გაიზარდა იმ აპლიკაციებისა თუ პროგრამების სია რომლების შექმნაც შეგიძლია JS — ის გამოყენებით.
  4. ტრანსფერირებადი უნარები: ყველაფერი რასაც JS — ში ისწავლი გადატანადია სხვა პროგრამირების ენებშიც. შესაბამისად სწავლისას მხოლოდ 1 ენას კი არ სწავლობ არამედ ზოგადად პროგრამირებას. ეს Python — ის შემთხვევაშიც ასეა.
  5. დასაქმება: როგორც ზემოთ ვახსენე — JS სუპერ პოპულარული ენაა. შესაბამისად დამწყები პროგრამისტებითვის ისევე მარტივია სამსახურის მოძებნა როგორც Python — პროგრამისტებისთვის.

რა გამოდის? ორივე ენა კარგია დასაწყებად?

დიახ, ორივე ენის სწავლა კარგია დამწყები დეველოპერისთვის. ისინი იძლევიან დასაქმების მრავალფეროვან შესაძლებლობებს, შეგძენენ პრობლემების გადაწყვეტის უნიკალურ უნარებსა და თვისებებს.

არჩევანი კი ძალიან ინდივიდუალურია — ვიღაცას შეიძლება ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით სურს კარიერის განვითარება — ამ შემთხვევაში Python კარგი არჩევანია.

სხვებს შეიძლება სურდეთ რომ ძალიან კარგად დაეუფლონ ფრონტენდ ტექნოლოგიებს — ასეთ შემთხვევებში JavaScript — ის და რომელიმე პოპულარული ფრეიმვორკის(მაგ, React, Angular, Vue და ა.შ.) სწავლა გამართლებულია.

ზოგს Python — ის კოდის სუფთა და სუპერ მარტივი სინტაქსი მოეწონება, ზოგი JS — ის უცნაურობებზე გაერთობა და ზოგი კი გადაწყვეტს რომ Full Stack დეველოპერის კარიერას ჩაუყაროს საფუძველი და ორივეს ისწავლის.

სად შეიძლება საქართველოში ამ ენების სწავლა?

პირადად მე ვმართავ საქართველოში ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ საზოგადოებას რომელსაც BitCamp — ჰქვია და მასში 50k+ ადამიანი იყრის თავს.

ჩემი ლექციები Youtube — ზე დევს საჯაროდ, მინდა რომ რაც შეიძლება მეტმა ქართველმა ისწავლოს პროგრამირება და ამისთვის ვაკეთებ ყველაფერს რაც შემიძლია🔥

თუმცა ლექციები სწავლის პასიური გზაა და თუ აქტიურად არ დახარჯე დრო პრაქტიკული დავალებებისა და პროექტების კეთებაში, მხოლოდ ლექციებით შორს ვერ წახვალ.

სწორედ ამიტომ შევქმენით სამენტორო სერვისები სადაც შეგიძლია სასწავლო ასისტენტი / დამხმარე / მენტორი აიყვანო რომელიც ყოველდღიურად დაგეხმარება დავალებებისა და პროექტების კეთებაში.

ზუსტად 1 კვირაში ვიწყებთ Python — ის ახალ სამენტოროს სადაც Full Stack დეველოპმენტს შევისწავლით 5 თვის განმავლობაში 🔥🐍 და თუ არ იცი საიდან დაიწყო მოდი პირდაპირ ჩვენს სამენტოროში და გპირდებით რომ სახალისო მაგრამ თავდაუზოგავ სასწავლო პროცესში ჩაგაგდებთ ✊

თუ კომპიუტერული მეცნიერების საფუძვლები გაინტერესებს ღრმად და ამასთანავე გინდა ვებიც ისწავლო, მაშინ BitCamp 101 — საუკეთესო არჩევანია — სუპერ მეგობრული მენტორებით და სწავლაზე ორიენტირებული გარემოთი.

რომ შევაჯამოთ: ორივე ენას მნიშვნელოვანი ავლენა აქვს თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში და 1 ჭეშმარიტი არჩევანი არ არსებობს. დეველოპერები საკუთარი კარიერის განმავლობაში ხშირად ორივე ენას დაეუფლებიან დამატებით სხვა ენებთან ერთად.

უბრალოდ დაიწყე სწავლა და ბრძოლა 🔥✊

P.S. თუ მოგეწონა ჩემი პოსტი, გთხოვ გააზიარო — ამით ძალიან დამეხმარები მეც და სხვა დამწყებ დეველოპერებსაც 🙏

--

--