ჯარის იმაზე – გამოსვლა vol.1

Oto Zakalashvili
1 min readFeb 17, 2023

მოგესალმებით,

მე ვარ საქართველოში ყველაზე დიდი, არაფორმალური, საგანმანათლებლო ორგანიზაციის – BitCamp – ის დამფუძნებელი. ჩვენს სასწავლო ჯგუფში 50 ათასამდე დამწყები და გამოცდილი პროგრამისტი იყრის თავს და დღეს ამ ადამიანების სახელით მოვედი თქვენთან.

ეს ადამიანები ყველაზე მეტად არიან დაინტერესებულნი ქართული ჯარის გაძლიერებით და სურთ ამ თემაზე თანამშრომლობა. ისინი ფიქრობენ რომ ძალიან დიდი კონტრიბუციის მოტანა შეუძლიათ ქართულ ჯარის განვითარებაში თუ ამ პროცესში საკუთარი პროფესიით ჩართვის საშუალება მიეცემათ. ზოგს იარაღი და სასროლეთები აინტერესებს, ზოგს დრონები, მათი აწყობა და მართვა და ა.შ. თუმცა ყველანი იმდენად მაღალანაზღაურებადი პროფესიის წარმომადგენლები არიან რომ თავისუფლად შეძლებენ ძლიერი ჯარის დაფინანსებას საზოგადოების სხვა წევრებთან ერთად.

ამის სანაცვლოდ კი თუ ჯარში ძალით წაიყვანთ, მათ კარიერას დიდი ზიანი მიადგება და ბევრი ვერც შეძლებს პოზიციების აღდგენას, ან რამოდენიმე წელი შეიძლება დასჭირდეს და უდიდესი შრომა ჩაეყრებათ წყალში.

ადამიანებს სურთ ამ თემაზე თანამშრომლობა და საპასუხოდ თუ ძალადობას მიიღებენ, აუცილებლად მოძებნიან გზებს რომ ამ ძალადობისგან თავი დაიცვან.

დღეს მათი მთავარი კითხვა ასეთია: გვაინტერესებს გავიგოთ – რისთვის უნდა ვემზადებოდეთ? საკუთარი მთავრობისგან თავის დასაცავად თუ რუსეთისგან თავის დასაცავად?

ჩვენ ორივე სცენარისთვის მზად ვართ, მაგრამ თქვენზეა დამოკიდებული რაში დაგვახარჯინებთ დროს და ენერგიას. თუ ჩვენზე იძალადებთ, მაშინ გასაგებია რომ ვეცდებით ეს არ დავუშვათ და რაღაც გზებით თავი აგარიდოთ, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ რომ სჯობს რუსეთისგან თავის დაცვაზე დავიხარჯოთ.

--

--